ჩვენ შესახებ
,,გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია”, რომელმაც 2017 წლის მაისში დაიწყო ფუნქციონირება, პირველი მსგავსი პროფილის ლაბორატორიაა საქართველოში.
ჩვენი გუნდი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორიით, რთული გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირების საშუალებას გაძლევთ ადგილზე, თბილისში.
"გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორია"-ში მოლეკულურ-გენეტიკური დიაგნოსტირება და კვლევები ტარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და მაქსიმალური სიზუსტით. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს პოპულაციური კვლევები და მათ საფუძველზე, ლაბორატორიული რეაგენტებისა და დიაგნოსტიკური პანელების წარმოება საქართველოში. რაც მიზნად ისახავს ბიოინფორმატიკული ბაზის შექმნას და ამ გზით, კვლევების სიზუსტის მაქსიმალურ ზრდას.
ყოველ ჩვენგანს გენომის უნიკალური ვარიაცია აქვს. სპეციფიკური გარემო-ფაქტორებისა და ქცევის ნორმების პირობებში კი გენომი კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, ცალკეული პიროვნების გენეტიკური ინფორმაციის დიაგნოსტიკურ ტესტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა მოლეკულური ანალიზის საფუძველზე ინდივიდუალურად შეირჩეს ოპტიმალური სამკურნალო პრეპარატები და ინტერვენციის მეთოდი.
გენეტიკური ანალიზები ეხმარება პაციენტს:
- შეამციროს დაავადების განვითარების რისკი;
- მოახდინოს დაავადების პრევენცია;
- დაავადების განვითარების შემთხვევაში, იხელმძღვანელოს ზუსტად შერჩეული თერაპიული რეჟიმით.
შედეგად, გამოვლენილი მუტაციების სპექტრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროგნოზისა და შესაბამისად, ადეკვატური თერაპიის დანიშვნისათვის.
ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს აღნიშნული სერვისების ხელმისაწვდომის ზრდაზე, რადგან, პრეციზიული მედიცინის განვითარებისა და ამ პროცესში გენეტიკური პროფილის შესწავლის აუცილებლობის ხანაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფოკუსი პაციენტებისა და კლინიკების საჭიროებებზე.