ხშირად დასმული კითხვები

  • რა ღირს გენეტიკური ტესტირება?

    გენეტიკური ტესტირების ღირებულება დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ დაავადებაზე გსურთ კვლევა. ტესტების/კვლევების ჩამონათვალი იხილეთ Test-მენიუში ან მოგვმართეთ პირადად. 

  • როგორ უნდა გავიგო თუ რომელი კვლევა მჭირდება?

    იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი პროცედურები, დაზოგოთ დრო და ფინანსები, უპირველეს ყოვლისა მიმართეთ ექიმ-გენეტიკოსს (კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვართეთ პირადად).

  • ტესტები საქართველოში ტარდება თუ სადმე იგზავნება?

    „გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია” 2017 წელს გაიხსნა და პირველი მსგავსი პროფილის ლაბორატორიაა საქართველოში.
    ჩვენი გუნდი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორიით, რთული გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირების საშუალებას გაძლევთ ადგილზე, თბილისში, რაც წლების წინ შეუძლებელი იყო.

    ჩვენი ლაბორატორია აკმაყოფილებს გერმანული TÜV SÜD-ის მკაცრ მოთხოვნებს, რასაც მიუნხენის ოფისის მიერ ლაბორატორიის სერტიფიცირება ადასტურებს. ჩვენთან ჩატარებული ტესტები და პროცესები CE-IVD სერტიფიცირებულია. ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა ISO 9001:2015-ის სერტიფიცირება. ამასთანავე, ინერგება ISO 27000 და ISO 17025. "გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორია"-ში მიმდინარეობს ამერიკული CAP აკრედიტაციის პროცესი.

  • რა არის ტესტი „იონა“?

    „იონა“ არის ბრიტანული არა-ინვაზიური, ყველაზე ინფორმატიული NIPT ტესტი, რომელიც საქართველოში მხოლოდ „გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორია“-ში კეთდება. იგი ორსულის ვენური სისხლის მეშვეობით, განსაზღვრავს როგორც ნაყოფის სქესს, ასევე იმ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია დაუნის, ედვარდსის და პატაუს სინდრომების განვითარებასთან.

    ტესტი "იონა" შესაძლებელია, გაკეთდეს ორსულობის მე-10 კვირიდან ორსულობის ბოლომდე, ნებისმიერ დროს. პასუხი ხელმისაწვდომია 3-5 სამუშაო დღეში. 

    "იონა" არის ზუსტი (99,9%ზე მეტი სიზუსტით), სწრაფი და უსაფრთხო ტესტი, როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.

    ტესტს გავლილი აქვს სრული CE მარკირება, რაც ნიშნავს იმას, რომ "იონა" აკმაყოფილებს მკაცრ მოთხოვნებს და გვაძლევს საიმედო, ხარისხიან შედეგებს.

  • როგორ შეიძლება ვიყიდო ტესტი „იონა“ ?

    ტესტი "იონა"-ს შეძენა შეგიძლიათ ძალიან მარტივად და კომფორტულად, ონლაინ. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ჩვენს ვებ-გვერდზე (www.nlg.ge) სექციაში „შეუკვეთე ტესტი იონა“.
    თქვენ შეგიძლიათ თავად მიუთითოთ დრო და ადგილი, სადაც გსურთ რომ ჩააბაროთ სისხლი ტესტისთვის. სისხლის აღება შეგიძლიათ მოითხოვოთ, როგორც ჩვენ მიერ რეკომენდირებულ რომელიმე კლინიკაში, ასევე სახლში, თქვენთვის სასურველ მისამართზე.

  • როგორ უნდა ვისარგებლო თქვენი სერვისებით?

    იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით, ლაბორატორიაში მოსვლა არ არის საჭირო. თქვენ მარტივად შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ, რის შემდეგაც მიბრძანდებით ჩვენ მიერ რეკომენდირებულ კლინიკაში ბიოლოგიური მასალის ჩასაბარებლად, წინასწარ შეთანხმებულ დროს. თქვენი ბიოლოგიური მასალა ტრანსპორტირდება ჩვენთან და დაიწყება ტესტირება.

    რეკომენდირებული დაწესებულებები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე.

  • შესაძლებელია თუ არა რეგიონებში თქვენი მომსახუბით სარგებლობა?

    დიახ, შესაძლებელია. ჩვენ გვყავს პარტნიორი კლინიკები სხვადასხვა ქალაქში, რომელთა გავლით თქვენ შეძლებთ ჩვენი სერვისებით სარგებლობას. სასურველ ქალაქზე ინფორმაციის მისაღებად მოგვართეთ პირადად.

  • როგორ მივიღო ინფორმაცია თქვენი ღონისძიებების შესახებ?

    ინფორმაცია კონფერენციების, შეხვედრებისა და ლექციების შესახებ ქვეყნდება ვებ-გვერდზე: www.events.nlg.ge.

  • როგორ უნდა მოვიქცე იმ შემთხვევაში თუ ლაბორატორიასთან მაქვს რაიმე საჩივარი?

    იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ საჩივარი, აუცილებლად მოგვმარტეთ ელ.ფოსტაზე: info@nlg.ge და მოითხოვეთ საჩივრის ფორმა. მისი შევსებისა და მიღების შემდეგ, დაიწყება, სტანდარტით გათვალისწინებული, შიდა პროცედურები. განსაზღვრულ ვადებში თქვენს საჩივარს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რომელზე ინფორმაციას თქვენ აუცილებლად მიიღებთ.

  • წარმოვადგენ კომპანიას, რომელსაც სურს თქვენთან თანამშრომლობა. როგორ შეიძლება მოვიქცე?

    იმისათვის, რომ ჩავნიშნოთ შეხვედრა, უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა შეავსოთ თანამშრომლობის მოთხოვნის ფორმა.

NAHRÁVÁM