არაინვაზიური პრენატალური სქრინინგი
12 მარტს, "გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის" ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია "არაინვაზიური პრენატალური სქრინინგი 2019", რომელსაც დაესწრო 70-მდე ექიმი საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.
კონფერენციის მთავარი ფოკუსი იყო არაინვაზიური პრენატალური ტესტირება ანეუპლოიდიებისათვის და ტესტი "იონა" - ერთადერთი CE IVD NIPT ტესტი საქართველოში. განხილულ იქნა არაინვაზიურივაზიური პრენატალური ტესტირების ტექნოლოგია, საერთაშორისო კლინიკური პრაქტიკის შედეგები და შესაძლებლობები საქართველოში.
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ:
- Dr. Little - წარმატებული ბიოტექნოლოგიური ანტრეპრენერი, პერსონალიზებული მედიცინის, companion diagnostic- ის განვითარებისა და წარმოების ინოვატორი და DxS – ის ყოფილი ხელმძღვანელი;
- ზაზა სინაურიძე - მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ააიპ „პერინატოლოგია“, „პინეო სამედიცინო ეკოსისტემ“-ის კლინიკური დირექტორი;
- მაკა ჭიპაშვილი - ექიმ-გენეტიკოსი, მედიცინის დოქტორი, ააიპ „პერინატოლოგია“;
- ალექსანდრე ლავროვი, MD, PhD - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
შეხვედრამ სასიამოვნოდ ჩაიარა როგორც მომხსენებლებისათვის, ასევე მონაწილეებისათვის.
ფოტო გალერეა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს FB გვერდზე.