გენეტიკა და მოლეკულური დიაგნოსტიკა კარდიოლოგიაში

”გენეტიკის ეროვნულმა ლაბორატორია“- მ 2018 წელს თემატურ ლექციათა ციკლი დაიწყო. პირველი ლექცია 21 ივლისს ჩატარდა და დაეთმო თემას - გენეტიკა და მოლეკულური დიაგნოსტიკა კარდიოლოგიაში. მომხსენებელი - პროფესორი, მედიცინის დოქტორი ელენა ზაკლიაზმინსკაია. ლექცია ეხებოდა შემდეგ თემებს:

  • NGS დიაგნოსტიკა კარდიოლოგიაში: საყურადღებო მონაცემები და მათი ინტერპრეტაცია;
  • პირველადი არითმიების ეპიდემიოლოგია, კლინიკა, გენეტიკა და დნმ-დიაგნოსტიკა;
  • გენეტიკური მონაცემების როლი გულით უეცარი სიკვდილის რისკის განსაზღვრაში.

შეხვედრას დაესწრო, თბილისის სხვადასხვა კლინიკის, 40 ექიმი.

მონაწილეებმა მოისმინეს „გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის“ საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია. ლექცია დასრულდა დისკუსიით, განხილულ იქნა გენეტიკური მრჩევლის ინსტიტუტის როლი და მნიშვნელობა. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ლექციის ბოლოს, დაინტერესებული პირებისათვის, მოეწყო ტური ლაბორატორიაში. სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა თავად ენახათ და გაცნობოდნენ ლაბორალოტიის სამუშაო სივრცეს.