პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი - პრეზენტაცია საქართველოში
2017 წლის 23 სექტემბერს, გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიამ გამართა პრეიმპლანტაციური გენეტიკური სქრინინგის "PGS" (შემდგომში სახელი შეიცვალა და მოიხსენიება როგორც პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება ანეუპლოიდიებზე - "PGT-A") პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ და დაესწრნენ საქართველოში მოქმედი ყველა ინ-ვიტრო კლინიკის წამყვანი რეპროდუქტოლოგები, გინეკოლოგები, ემბრიოლოგები და სხვა სპეციალისტები. პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი (PGS) - ემბრიონის გენეტიკური კვლევის მეთოდია, რომელიც იკვლევს ემბრიონის ქრომოსომების რაოდენობას და ადგენს ამბრიონის სქესს. ამ კვლევის ჩატარება დღემდე საქართველოში არ იყო შესაძლებელი. ანალიზისთვის ემბრიონის ბიოპტატი საზღვარგარეთ იგზავნებოდა, რაც მის ღირებულებას ზრდიდა და წარმოქმინდა არაერთ რისკ ფაქტორს (რომლის კონტროლიც შეუძ₾ებელია), შესაბამისად ტესტის პასუხი არა მარტო კლინიკაზე და მაღალი დონის ემბრიოლოგზე, არამედ ტრანსპორტიორი კომპანიის მიერ, ემბრიონის ბიოფსიის ტრანსპორტირებისას, დადგენილი წესების ზედმიწევნით პირნათლად შესრულებაზე იყო დამოკიდებული. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვქმით ახალ საშუალებას საქართველოში ამ ტესტის ადგილზე - გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში ჩატარებით. ჩვენს მიერ დანერგილი სისტემა, მსოფლიო გიგანტი - თერმო ფიშერის ორიგინალი კვლევის მეთოდია, რომლის ხარისხიც ეჭვს არ იწვევს და მის კონკურენტებს ბევჯერ ჯობნის კვლევის სიზუსტის მაჩვენებნელით. გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში გენეტიკური კვლევები, კვლევის პროცესები და საქმიანობა გერმანული ხარისხის კონტროლს გადის და დასტურდება მიღებული CE-IVD სერტიფიცირებით. ეს ნიშნავს სანდოობის ყველაზე მაღალ ხარისხს. გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია, პირველი და ერთადერთი ლაბორატორიაა საქართველოში, რომელიც მოლეკულური კვლევის მეთოდებით ქმნის იმ კვლევების ჩატარების საშუალებას ადგილზე, თბილისში, რომელი კვლევებიც ვერ ტადრებოდა და საჭირო იყო მათი საზღვარგარეთ გაგზავნა. როგორც დარგის ლიდერი, ჩვენ გავაგრძელებთ სიახლეების შემოტანას და საქართველოს სამედიცინო სფეროს გავითარებას.