რეპროდუქციული ჯანმრთელობა
8 ივნისს "გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის" ორგანიზებით რესპუბლიკაში მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია "რეპროდუქციული ჯანმრთელობა 2019". კონფერენციაზე საქართველოს წამყვანმა ექიმებმა, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, განიხილეს რეპროდუქციული სფეროს სიახლეები.
ჩვენმა მომხსენებლებმა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულების საერთაშორისო ექსპერტებმა ის თემები და შესაძლებლობები განიხილეს, რაც დღეს ევროპასა და ამერიკაში დარგობრივი ასოციაციების რეკომენდაციებით და გაიდლაინებით არის გათვალისწინებული.
გენეტიკური (მოლეკულური) კვლევის გამოყენებით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ექიმები პაციენტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნიან.
ქართული სამედიცინო საზოგადოება, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დახმარებით, უკვე ორი წელია ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევით - მომავალი თაობის სექვენირების (NGS) მეთოდით, მოლეკულურ/გენეტიკურ დიაგნოსტიკით წარმატებით სარგებლობს.
ოჯახის დაგეგმვის ყველა ეტაპზე: ჩასახვამდე (გენეტიკური დაავადების მატარებლობაზე), ინ-ვიტრო განაყოფიერებისას (ემბრიონების გენეტიკური ტესტირება) თუ პრენატალური კვლევები ორსულობის პერიოდში, ახალშობილთა სქრინინგი და პოსტნატალური კვლევის შესაძლებლობები - უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ შედეგებს, დაზოგილ დროსა და ფინანსებს. ექიმისთვის კი - უკეთეს სტატისტიკურ მონაცემებს და კმაყოფილ პაციენტებს.
კონფერენციაზე სფეროს წამყვანი სპეციალისტები გაერთიანდნენ ერთი იდეისა და მიზნის ირგვლივ: რეპროდუქციის მომავალი არის გენეტიკა!
ფოტო გალერეა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს FB გვერდზე.