ტესტი „იონა“

"გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორია"-ში ექსკლუზიურად კეთდება ბრიტანული არა-ინვაზიური ტესტი "იონა". იგი ორსულის ვენური სისხლის მეშვეობით, განსაზღვრავს როგორც ნაყოფის სქესს, ასევე იმ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია დაუნის, ედვარდსის და პატაუს სინდრომების განვითარებასთან.

ტესტი "იონა" შესაძლებელია, გაკეთდეს ორსულობის მე-10 კვირიდან ორსულობის ბოლომდე, ნებისმიერ დროს. პასუხი ხელმისაწვდომია 3-5 სამუშაო დღეში. 

"იონა" არის ზუსტი (99,9%ზე მეტი სიზუსტით), სწრაფი და უსაფრთხო ტესტი, როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.

ტესტს გავლილი აქვს სრული CE მარკირება, რაც ნიშნავს იმას, რომ "იონა" აკმაყოფილებს მკაცრ მოთხოვნებს და გვაძლევს საიმედო, ხარისხიან შედეგებს.

დარეგისტრირდი და გადაიხადე ონლაინ


„იონა“ ტესტის ჩატარების შემდეგ, ლაბორატორიაში რჩება სისხლის პლაზმის მცირე ნიმუში. თქვენი თანხმობის შემთხვევაში გვსურს ამ ნიმუშის და მასთან დაკავშირებული მონაცემების, (მათ შორის, მშობიარობის შედეგის შესახებ მონაცემების) შენახვა ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად, რომლებიც დაგვეხმარება „იონა“ ტესტის შემდგომ დამუშავებასა და ხარისხის კონტროლში. თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ნიმუში იქნება დეპერსონირებული, ანუ მას არ ექნება კავშირი თქვენს სახელთან. თქვენი თანხმობა ნებაყოფლობითია და უარის თქმა არ მოახდენს ზეგავლენას სტანდარტულ სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე. მონიშნეთ ზედა უჯრა, რათა განაცხადოთ თანხმობა თქვენი ნიმუშის ამგვარ მომავალ ლაბორატორიულ კვლევებში გამოყენებაზე