ფარისებრი ჯირკვლის კვლევა
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ტესტით ვიკვლევთ მისთვის დამახასიათებელი 25 სხვადასხვა გენის 450 წერტილოვან მუტაციას, 25 შერწყმულ გენსა და 3 CNV-ს (Copy Number Variations ასლების რაოდენობის ვარიაცია). სწორი დიაგნოსტირებისთვის - ამოიკვეთოს ფარისებრი ჯირკვალი თუ გაგრძელდეს მკურნალობა - საჭიროა გენეტიკური კვლევა, რადგან ციტოლოგიური (მიკროსკოპით კვლევა) დიაგნოზი არ არის მაღალი სანდოობის და, შესაბამისად, შემთხვევების 20-30 % - ში იგი არ არის ცალსახა.