ძუძუს კიბოს კვლევა - BRCA1 და BRCA2
„კიბოს რეგისტრის" მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულ ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების შემთხვევების 32%-ს სარძევე ჯირკვლის კიბო წარმოადგენს. BRCA1 და BRCA2 სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის კიბოს გამომწვევი ცნობილი გენებია. ეს გენები ყველა ჩვენგანს აქვს, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ერთ-ერთი ან ორივე გენის მუტაცია მემკვიდრეობით გადაეცემა, რაც ძუძუსა და საკვერცხის სიმსივნის გაჩენის რისკს ზრდის.