PGT-A სქრინინგი

PGT - A ტესტი გულისხმობს ხელოვნურად განაყოფიერებული ემბრიონიდან უჯრედის აღებას იმისათვის, რომ შემოწმდეს ემბრიონის გენეტიკური მდგომარეობა, სანამ ის დედის საშვილოსნოში აღმოჩნდება. საქართველოში მხოლოდ NLG-ში არის შესაძლებელი სერტიფიცირებული PGT-A ტესტის ჩატარება. აბრევიატურა PGT - A იშიფრება, როგორც ანეუპლოიდიის პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება. PGT-A ექიმ რეპროდუქტოლოგს ეხმარება ხელოვნური განაყოფიერების ციკლისთვის შეარჩიოს ნორმალური (ეუპლოიდიური) ემბრიონები და მნიშვნელოვნად გაზარდოს წარმატებული In Vitro განაყოფიერების შედეგები.